ექსპორტი

რუკის ექსპორტი შესაძლებელია ორი სახით.

1 - PNG/SVG. რუკის სურათად გადმოსაწერად დააჭირეთ მარჯვენა ქვედა კუთხეში ღილაკს "PNG" ან "SVG". SVG-ით იმავე გამოსახულებას (PNG) მიიღებთ, რაც რუკაზეა, ამასთან მას აქვს დამატებითი ფუნქციები რითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. მაგალითად, შეგიძლიათ შეცვალოთ ფერები, დაამატოთ ტექსტი, გადაანაცვლოთ საზღვრები და ა.შ. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო აპლიკაცია სახელად "Inkscape", განახორციელოთ ცვლილებები SVG ფაილში და შეინახოთ სხვადასხვა ფორმატში როგორიცაა PDF ან PNG.

2 - XLS/CSV. მონაცემების ცხრილის ფორმატში გადმოსაწერად დააჭირეთ ღილაკს "XLS" ან "CSV". გადმოწერილი მონაცემები იქნება არჩეული საკითხისა და რუკის შესაბამისი ზონის ამსახველი. მაგალითად, თუ უყურებთ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს რეგიონალურ დონეზე, "XLS" ღილაკი გადმოწერს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემებს საქართველოს ყველა რეგიონისთვის. შენიშვნა: Excel-ის ფორმატში ქართულ ენაზე ცხრილის სანახავად დააჭირეთ "XLS" ღილაკს.