ონი
ონის მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელიც მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. ონის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება: ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა (რუსეთის ფედერაცია) და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას (რუსეთის ფედერაცია) ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით, ჯავის მუნიციპალიტეტს (რომელიც ამჟამად ოკუპირებულია) სამხრეთ-აღმოსავლეთით, საჩხერის მუნიციპალიტეტს სამხრეთით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტს დასავლეთით და ლენტეხის მუნიციპალიტეტს სამხრეთ-დასავლეთით.
ონის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 18 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად: 1 ქალაქი - ონი, 15 თემი - ფარახეთი, ცხმორი, საკაო, კვაშხიეთი, სორი, შეუბანი, პიპილეთი, შქმერი, ბარი, , წედისი, ღარი, გომი, მრავალძალი, ღები, უწერა. 2 სოფელი - ჭიორა, გლოლა. ამჟამად ოკუპირებული 4 სოფელი - ზამთარეთი, ვეზური, ზასეტა, ზემო ქოზი.
- მოსახლეობა (სულ) - 9,277
- მოსახლეობა სქესის მიხედვით: ქალი - 4,987; კაცი - 4,195
- მოსახლეობა დასახლების ტიპის მიხედვით: ქალაქი - 3,458; სოფელი - 5,724
- მოსახლეობა ეროვნების მიხედვით: ქართველი - 9,093; სომეხი - 13; რუსი - 19; აზერბაიჯანელი - 4; ოსი - 108; აფხაზი - 7; ბერძენი - 1; უკრაინელი - 2
- ტერიტორია - 1,712 კმ2
შემდეგი სოფლები ონში ოკუპირებულია:
- ზამთარეთი
- ვეზური
- ზასეტა
- ზემო ქოზი.